Friday, October 29, 2010

საზოგადოების შესახებ

საზოგადოება “გზა უფლისაკენ” დაარსდა 2000 წელს, რომლის წევრებიც ძირითადად ექიმები არიან, ისინი უანგაროდ ემსახურებიან საეკლესიო პირებს, უწევენ კონსულტაციებს, 10 წლის მანძილზე 15000-ზე მეტს, გაეწია სამედიცინო დახმარება, ოპერაციები და ა. შ. გაკეთდა 173 ძვირადღირებული ოპერაცია;
მოძიებული თანხებითა და რესურსებით მონასტრებში შეყვანილ იქნა წყალი, შუქი, და ვუწევთ სხვადასხვა სახის დახმარებას.
საქართველოს მაშტაბით ვეწვიეთ და დავეხმარეთ 147-ზე მეტ მონასტერს. საზოგადოების ინიციატივით კახეთში, სოფელ კარდენახში მიმდინარეობს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრირება, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო, დღესდღეობით რესტავრირების ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, მაგრამ მთლიანი დასრულებისათვის საჭიროა დახმარება. იდეაშია საჭირო რესურსების მოძიება და მიმდებარე ტერიტორიაზე მონასტრის მშენებლობა.
ბევრ მონასტერს ესაჭიროება საერო პირების მატერიალური თანადგომა, მძიმე მდგომარეობაა ბიწმენდის დედათა მონასტერში წყლით მომარაგების მხრივ გასაყვანია წყალი, უფლის ნებით იქნებ გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებიან ან თავად მოაგვარებენ და ჩაიდენენ კიდევ ერთ კეთილ საქმეს.
დავდივართ ბავშვთა სახლებში, აღსაზრდელთა ერთფეროვანი ცხოვრების გასალამაზებლად და გასამხნევებად ვმართავთ კონცერტებს, რაშიც უანგაროდ გვეხმარებიან ამავე საზოგადოების წევრები, შემოქმედი ადამიანები: ნუგზარ კვაშალი, ოთარ ტატიშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, მერაბ სეფაშვილი, ზურაბ ვადაჭკორია, და ა. შ. ბავშვებთან პერიოდულად მიგვაქვს საჩუქრები, ტელევიზორი, რბილი ავეჯი და სხვა.
ეს ის მოკრძალებული ჩამონათვალია, რასაც საზოგადოება “გზა უფლისაკენ” ეწევა.

No comments:

Post a Comment