ნანა შავგულიძეს დიდი გამოცდილება აქვს საქველმოქმედო საქმიანობაში, იგი 1990-93 წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია სათნოების სახლ “კათარზისში” საქველმოქმედო განყოფილების გამგედ; ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან არსებულ უფასო სასადილოში (ნაძალადევის რაიონი); სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საქველმოქმედო კავშირში.
წინასწარ ვუხდით უღრმეს მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კეთილშობილური იდეის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიან ნახოთ ბლოგზე www.safarveli.blogspot.com

No comments:
Post a Comment